შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ გულიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კარდენახი, გურჯაანის რაიონი. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1903 წლიდან. პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა გაზეთ "ივერიაში". წერდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთშიც ფსევდონიმებით: კარდენახელი, კოლა-გიორგი, მოსული მუშა, მეთვალყურე, გულშემატკივარი, კ. გ.-ი. 1905 წლიდან მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, ჩაბარებული ჰქონდა არალეგალური სტამბა და ლიტერატურა, პროკლამაციების ბეჭდვა-გავრცელება და სხვ. 1906 წელს პოლიტიკური საქმიანობის გამო დააპატიმრეს და ასტრახანის გუბერნიის დაბა ენოტაევში გადაასახლეს, საიდანაც 1907 წელს გიორგი ელისაშვილის სახელითა და გვარით გამოიქცა და კვლავ არალეგალური მუშაობა გააგრძელა. ამავე წელს შეიპყრეს გარდაცვლილი ძმის პასპორტით. რევოლუციონერი, ასოთამწყობი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.750 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |