შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ დევიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კობრინი, ბრესტის ოლქი. დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო აკადემია ეკონომისტის დიპლომით. დაბრუნდა თბილისში და მრეწველობის ეკონომიკის მეცნიერულ შესწავლას მიჰყო ხელი. 1950-1960წწ. მუშაობდა ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. იკვლევდა სოფლის მეურნეობის განლაგებისა და განვითარების ეკონომიკურ-გეოგრაფიულ პირობებს. ამ საკითხებზე არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა. საქართველოს სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და არასაწარმოო დარგებისადმი მიძღვნილი თავები დაიბეჭდა 1966 წელს მოსკოვში გამოცემული "ამიერკავკასიის რესპუბლიკების მეურნეობის გეოგრაფიაში". მისი მონაწილეობით შეიქმნა აგრეთვე რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ ენებზე სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წიგნი "საბჭოთა საქართველო" და "საქართველო". გარდა ამისა, გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი კრებულებსა და შრომებში, რომლებიც მიძღვნილია საქართველოს ეკონომიკურ და, განსაკუთრებით, აგროგეოგრაფიის საკითხებისადმი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ცემენტის მრეწველობის ეკონომიკის საკითხები", დაიცვა 1953 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.107
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |