The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი დვალაშვილი

გიორგი დვალაშვილი
დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხით 1999 წელს. 1999-2002წწ. სწავლობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში გეომორფოლოგია და ევოლუციური გეოგრაფიის სპეციალობით.

2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი, მოწვეული პედაგოგი; 2006-2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გოგრაფიის დეპარტამენტი, მოწვეული პედაგოგი; 2006-2009წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიისა და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის განყოფილება, განყოფილების გამგე; 2009-2014წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, გეომორფოლოგიის-გეოეკოლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გოგრაფიის დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი. 1999 წლიდან მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების შემსწავლელ სამეცნიერო ექსპედიციებში; 1999-2001წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, ხოლო 2001 წლიდან ალ. ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ახალგაზრდული სექციის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეომორფოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი (აკადემიური დოქტორი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.108; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია

  • საქართველოს ბუნების 100 საოცრება (ავტორი). - თბილისი, კლიო, 2017. - 124გვ.. - ISBN: 9789941441622
  • მდინარე რიონის აუზი : ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლები (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2016. - 246გვ.. - ISBN: 9789941134838
  • ზოგადი დედამიწისმცოდნეობა : სალექციო კურსი (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2013. - 308გვ. . - ISBN: 9789941132872
  • ბუნება (თანაავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2013. - 295გვ. . - ISBN: 9789941198977
  • თურქეთი : გეოგრაფია, კულტურული მემკვიდრეობა, ტურიზმი (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2011. - 312გვ. . - ISBN: 9789941172434
  • საჩხერე : გეოგრაფიულ-ტურისტული ექსკურსი (ავტორი). - თბილისი, ბესიკ ხარაიშვილი, 2010. - 195გვ.. - ISBN: 9789941026379

გააზიარე: