The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ქართველი

Legal name:იოსებ აბესალამაშვილი
Date of birth:1687  (338 years)
Date of death:174?
Category:Diplomat, Historian, Translator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ის მიეკუთვნო­და თბილისის მოქალაქეთა გავ­ლენიან გვარს; მამამისი იყო თბილისის ნაცვალი. დაწყებითი განათლება თბილისის კათოლიკე მისიონერთა სასწავლებელში მიიღო; 1698 წელს კათოლიკეთა წინააღმდეგ თბილისელი მოქალაქეების გამოსვლის დროს იოსებ ქართველი მამასთან ერთად ქალაქიდან გააძევეს; იგი ევროპაში წავიდა, სადაც შეისწავლა ფრანგული და იტალიური ენები; 1703-1709წწ. სწავლობდა ურბანოს კოლეჯში (რო­მი). საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის საგანგებო დავალებით ირა­ნის შაჰის კარზე ელჩად გაგზავნილმა ანჟე დე გარდანმა ის თარჯიმნად აიყვანა; მისი შუამავლობით გარდანს უნდა დაემყარებინა კავ­ში­რი ირანში მყოფ ქართველებთან; 1717 წელს იყო ყაზვინში, შემდეგ 1723 წლამდე – ისპაანში, სადაც საფრანგეთის საკონსულოში თარჯიმნად მუ­შა­ო­ბისას ფრანგულ ენაზე შეადგინა "მოხსენებითი ბა­რათი სპარსეთში უკანასკნელი სამოქალაქო ომის შე­სა­ხებ" (1723 წ. 31 იანვ.). 1724 წლიდან იოსებ ქართველი სტამბოლში იყო; იგი, როგორც თარჯიმანი, მონაწილეობდა ­სულთნის კარზე მყოფ დომენტი კათოლიკოსთან გამართულ მოლაპარაკებაში, იზიარებ­და ანტიოსმალურ თვალ­საზრისს და ოსმალეთთან შე­და­რე­ბით უპი­რატესობას ანიჭებდა ­საფრანგეთს; 1726 წელს იოსებ ქართველის ურთიერთობა საფრანგეთის საელჩოსთან შეწყდა; მან სტამბოლ­ში დიდი ვე­ზირის დავალე­ბით თურქულ ენაზე ­ვრცლად აღწერა ირანში მომხდარი ამბები.; მან დაწერა რამ­დე­ნი­მე თხზუ­ლე­ბა, რომლებიც მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი პირველწყა­როა XVIII ს. I მეოთხედის ირანისა და ირან-სა­ქარ­თვე­ლოს ურთიერთობის შესასწავლად. ამ თხზულებებში არის ცნობები ირანში მოღვაწე ქართველების შე­სა­ხებ (გიორგი XI, ქაიხოსრო ბატონი­შვი­ლი, ვახტანგ VI, ყულარაღასი როსტომი…). თბილისელი კათოლიკე, მისი წარმომავლობის შე­სა­ხებ მეცნიერთა შორის აზრთა სხვა­და­სხვაობაა. ერთნი მას სომეხად მიიჩნევენ (ინგლ. ისტ. ლ. ლოკარტი, სომეხი მემატიანე სარგის გილანეცი), მეორენი – ქართველად (ფრანგი ისტორიკოსი ლუი ანდრე მამიე-კლერაკი, ვ. გაბა­შვილი, თ. ნატრო­შვი­ლი, ი. ტაბაღუა და სხვ.). თვითონ იოსებ ქართველი თავისი ეროვნების შე­სა­ხებ ამბობს: "Нации я грузинской из города Тифлиса" ("ეროვნებით მე ქართველი ვარ ქალაქ ტიფლისიდან").

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.335-336; qim.ge


Share: