The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი იოსელიანი

Date of birth:15 May, 1904
Date of death:4 January, 1970  (at 65 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა მოსკოვის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1934 წელს.

1925-1926წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1930 წელს ჯერ კიდევ სტუდენტი, დაინიშნა რეჟისორ-ლაბორანტად მოსკოვის მეორე სამხატვრო თეატრში; სხვადა­სხვა დროს მუ­შა­ობ­და რეჟისორად ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის და საოლქო დრამატულ თეატრებში; II მსოფლიო ომის (1939-1945) დროს მონა­წილეობდა ლენინგრადის დაცვაში, რისთვისაც დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით; 1947 წელს მოღვაწეობას იწყებს ქართულ თეატრებში; წლების განმავლობაში მუ­შა­ობ­და სამხატვრო ხელმძღვანელად და დამდგმელ რეჟისორად ქუთაისის, სოხუმის, ფოთისა და თელავის დრამატულ თეატრებში; დადგა 25-მდე სპექტაკლი, მათ შორის აღსანიშნავია: ა. ყაზბეგის "ქეთევან დედოფალი", ა. ჩეხოვის "ივანოვი", ნ. გოგოლის "ქორწინება". უკანასკნელ წლებში მუ­შა­ობ­და სა­ქართველოს ფილარმონიის მთავარ რეჟისორად.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.337

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

Share: