Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ იოსელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1954-1992წწ. მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1971-1992წწ. სეისმოძიების განყოფილების გამგე; მისი ძირითადი შრომები ეხება დედამიწის ქერქისა და ლითოსფეროს სიღრმული აგებულების შესწავლას, სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოფიზიკური მეთოდებით კვლევას (სეისმოძიება, მაგნიტოძიება), საინჟინრო გეოლოგიის ამოცანების გადაწყვეტას; მან პირველმა გამოთქვა მოსაზრება კახეთის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილისა და კოლხეთის დაბლობის ზოგიერთი პერიფერიული უბნის ნავთობგაზიანობის პერსპექტიულობის შესახებ. გეოლოგიის-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1990). გეოფიზიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.339; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.193 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |