The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ირემაძე

თენგიზ ირემაძე
Date of birth:9 March, 1973  (52 years)
Category:Public official, Scientist, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი 1998 წელს.

2007 წლიდან გ. რობა­ქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2015 წლიდან კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი; გამოქვეყნებული აქვს სტატიები "სტენფორდის ფილოსოფიურ ენციკლოპედიაში"; არის არაერთი ფილოსოფიური და ლიტერატურის საზოგადოებისბის, მათ შორის შუა საუკუნეების კვლევის საერთაშორისო და სხვა საზოგადოებების წევრი; ცნობილი ფილოსოფიური წელიწდეულების რედაქტორ-გამომცემელი და სამეცნიერო-საგამომცემლო საბჭოს წევრი; მისი სამეცნიერო ნა­შრომებია: "ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია"; "ფილოსოფია-სოციოლოგიის კლა­სიკური და თანამედროვე ტექსტები, თარგმანები"; "ფრიდრიხ ნიცშეს რჩეულ თხზუ­ლე­ბათა ქართულენოვანი აკადემიურ-კრიტიკული გამოცემა"; "აღმოსავლეთი და ­დასავლეთი – კულტურათა დიალოგი"; "Philosophie und Sozialtheorie" (Berlin) და სხვ. (გამოქვეყნებულია მრავალ ენაზე); მის ფილოსოფიურ ნაშრომების ანალიზს მიეძღვნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ნეოპლატონიზმი და თანამედროვეობა" (2008), არაერთი სამეცნიერო სტატია, კრებული და მონოგრაფია. უცხოელი და ­ქართველი სპეციალისტები მის სამეცნიერო ნაშრომებს მიიჩნევენ ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ნეოპლატონიზმის კონცეფციათა ორიგინალურ ფილოსოფიურ კვლე­ვად, რაც გამოიხატა ამ მე­მკვი­დრეო­ბის ტი­პოლოგიურ-სისტემური ინ­ტერპრე­ტაციის ახალი, ინტერკულტურული მო­დე­ლის შემუშავებით. ფილოსოფიის ისტორიის კვლე­ვის ამ ინტერკულტურულმა მოდელმა დარგის არაერთი ცნობილი წარმომადგენლის საგანგებო ყურადღება მიიქცია. მის სახელთან არის დაკავშირებული კავკასიური ფილოსოფიის ცნების შემოტანა თანამედროვე ფილოსოფიურ დისკურსში და ამ მეტად საინტერესო თეორიული მე­მკვიდრე­ო­ბის შე­სა­ხებ ისტორიულ-სისტემური კვლე­ვა-ძიების დაწყება; ფილოსოიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2007); ბოხუმის უნივერსიტეტში (გერმანია) დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში" (2003).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.352

Member of Organizations

  • გ. ლესინგის აკადემია (გერმანია), წევრი
  • ერნსტ მაისტერის საზოგადოება, საპატიო წევრი
  • იოანე პეტრიწის საფილოსოფოსო საზოგადოება, თავმჯდომარე
  • პატრისტიკული კვლევების საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

Bibliography


Share: