The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალი ისაევ-ავარსკი

ალი ისაევ-ავარსკი
Date of birth:29 December, 1936  (88 years)
Category:Actor/Actress, Poet, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: აული ობოხი, გუნიბის რაიონი, დაღესტანი. 

დაამთავრა კინოსტუდია "ქართულ ფილმთან" არ­სე­ბუ­ლი კინომსახიობთა სასწავლო სტუდია (ხელმძღვანელები: ე. შენგელაია, რ. ჩხეიძე) 1974 წელს.

შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები ფილმებში: "ლევან ხიდაშელი" (1973), "საჰაერო ხიდი", (1974), "გაქცევა გათენებისას" (1975), "წიგნი ფიცისა" (1983) და სხვა; მან გადაიღო დოკუმენტური ტრილოგია "სა­ქარ­თვე­ლო და დაღესტანი. მიზიდულობის ფორმულა", "რასულ გამზათოვი და საქარ­თვე­ლო" (1998), "სა­ქარ­თვე­ლო დაღესტნელთა თვალით" (2002), "ქართველების თვალით დანახული დაღესტანი" (2010). ავტორია პროზაული და პოეტური ნაწარმოებებისა: "დაღესტნური რტო ქართულ მუხაზე" (1978), "მთიელი ჭაბუკის ფიცი" (1986), "ქვეყანა, სადაც სიყვარული მეფობს" (სამტომეული ქართულ 2006–2008, რუსულ 2011–2012 ენებზე) და სხვა; მიღებული აქვს დაღესტნის რესპუბლიკის მედალი –"შამილი" (1998). კინომსახიობი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.356

Awards and Honors

  • 2008 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: