Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუკა ისარლიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის გიმნაზია 1833 წელს. სწავლობდა ნ. ბარათაშვილთან ერთად, რომელზეც საინტერესო მოგონება დატოვა; სხვადასხვა წლებში მსახურობდა თბილისის, ქუთაისის, გორის, ახალციხის ადმინისტრაციულ, სასწავლო და სასამართლო დაწესებულებებში. ერთგული დამცველგამტარებელი იყო საქართველოში ცარიზმის ოფიციალური პოლიტიკისა, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ გამომჟღავნდა 1881-1888წწ., როცა "კავკასიის საცენზურო კომიტეტში" მსახურობდა უმცროს ცენზორად და მდივნად. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ის ქართულ ჟურნალ-გაზეთებს უკრძალავდა ნებისმიერი ისეთი მასალის გამოქვეყნებას, რომელიც არ ეთანხმებოდა გაბატონებულ სახელმწიფო იდეოლოგიას. თანამედროვენი მას მიაწერენ გაზეთ "დროების" დახურვის ინიციატივას; თანამშრომლობდა ქართული ("ცისკარი") და რუსული ("კავკაზ", "ტიფლისსკი ვესტნიკ", "ტიფლისსკი ლისტოკ", "გოლოს"...) პრესასთან, აქვეყნებდა ორიგინალურ თუ ნათარგმნ ლექსებს, ქართველოლოგიურ სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის თხზულებებს, მემუარებს. ცენზორი, სახელმწიფო მოხელე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.359; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.467 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |