Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაფიელ ისარლიშვილი![]()
Biographyრაფიელ ისარლიშვილის წინაპრები მესხეთიდან გადმოსახლებულ წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა წრეს ეკუთვნოდნენ. თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მან განათლება ევროპაში მიიღო, სადაც დაეუფლა რამდენიმე უცხო ენას; საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ფართო საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა; 1869 წელს გამოსცა თავისივე შედგენილი "სინოპტიკური კალენდარი"; 1873 წელს მან ავჭალაში გახსნა უფასო სკოლა ღარიბთათვის; 1875 წელს გამოსცა "პირველი წიგნი წერაკითხვის სასწავლებლად სურათებით ამერიკულ მეთოდზე სასოფლო სკოლებისათვის". ეს წიგნი ი. გოგებაშვილის "დედა ენის" წინამორბედი იყო; 1900 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ქართულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა; პავილიონში გამოფენილმა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმმა და ქართული კულტურის ნიმუშებმა მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა. უცხოელთათვის საქართველოს უკეთ გაცნობის მიზნით მან პარიზში ფრანგულ ენაზე გამოსცა ა. ხახანაშვილის "საქართველოს ისტორია". ევროპულმა და ქართულმა პრესამ დიდი ადგილი დაუთმო გამოფენაზე ქართულ განყოფილებას; გაწეული გარჯისათვის რ. ისარლიშვილი საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მედლითა და დიპლომით დააჯილდოვა; მის გარდაცვალებას ნეკროლოგი უძღვნა ზ. ჭიჭინაძემ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.360 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |