The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფიელ ისარლიშვილი

დაბადების თარიღი:1843
გარდაცვ. თარიღი:29 ნოემბერი, 1918  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

რაფიელ ისარლიშვილის წინაპრები მესხეთიდან გადმოსახლებულ წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა წრეს ეკუთვნოდნენ. თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მან განათლება ევროპაში მიიღო, სადაც დაეუფლა რამ­დენი­მე უცხო ენას; საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ფართო საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა; 1869 წელს გამოსცა თავისივე შედგენილი "სინოპტიკური კალენდარი"; 1873 წელს მან ავჭალაში გახსნა უფასო სკოლა ღარიბთათვის; 1875 წელს გამოსცა "პირველი წიგნი წერაკითხვის სასწავლებლად სურათებით ამერიკულ მეთოდზე სასოფლო სკოლებისათვის". ეს წიგნი ი. გოგება­შვი­ლის "დედა ენის" წინამორბედი იყო; 1900 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ქართულ განყოფილებას ხელმ­ძღვანელობდა; პავილიონში გამოფენილმა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმმა და ქართული კულტურის ნიმუშებმა მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა. უცხოელთათვის სა­ქართვე­ლოს უკეთ გაცნობის მიზნით მან პარიზში ფრანგულ ენაზე გამოსცა ა. ხახანა­შვი­ლის "სა­ქარ­თველოს ისტორია". ევროპულმა და ქართულმა პრესამ დიდი ადგილი დაუთმო გამოფენაზე ქართულ განყოფილებას; გაწეული გარჯისათვის რ. ისარლიშვილი საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მედლითა და დიპლომით დააჯილდოვა; მის გარდაცვალებას ნეკროლოგი უძღვნა ზ. ჭიჭინაძემ.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.360

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: