The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გამარდი დოხნაძე

გამარდი დოხნაძე
Date of birth:1 June, 1941  (83 years)
Category:Geographer, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კაჩაეთი, ამბროლაურის რაიონი.

საშუალო სკოლის (ოჩამჩირის N1) დამთავრების შემდეგ ერთი წელი მუშაობდა ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროში; 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის კვალიფიკაციით. 

1966 წლიდან მუშაობდა ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ამჟამად წყალთამეურნეობის და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტი). აქვე 1967-1970წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. 1976-1977წწ. მუშაობდა სირიაში ინჟინერ-ჰიდროლოგად; 1980-1988წწ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამის შესაბამისად მუშაობდა "იუნეპ"-მიერ, განვითარებადი ქვეყნების სპეციალისტებისათვის ორგანიზებული კურსების ლექტორად; კითხულობდა ლექციებს ნოვოჩერკასკსა და მოსკოვში; 1996 წლიდან ხელშეკრულებით მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-სამეცნიერო ცენტრში. არის ინიციატორი საქართველოში სამხედრო გეოგრაფიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის დაფუძნებისა. ამასთან დაკავშირებით ჩამოაყალიბა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო გეოგრაფიული სამეცნიერო კომისია (1997), მოამზადა და გამოაქვეყნა ამ კომისიის სამუშაო კონცეფცია (1998); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად შეადგინა და გამოცა სასწავლო პროგრამა საქართველოს სამხედრო გეოგრაფიაში, რომელიც დამტკიცებულია განათლების სამინისტროს მიერ (2000); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უშიშროების აკადემიაში კითხულობს ლექციებს სამხედრო გეოგრაფიაში. გამოქვეყნებული აქვს 45-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, ძირითადი მიმართულებით - წყლისმიერი ეროზიული პროცესები, ნაწილი ეძღვნება სამხედრო გეოგრაფიის აქტუალურ საკითხებს. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდგრადი გრძივი პროფილის გამოკვლევა ბმული გრუნტებისაგან შემდგარი წყლის ნაკადის კალაპოტებისათვის", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.114


Share: