The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი იუკურიძე

გიორგი იუკურიძე
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახმეტა.

1992-1996წწ. იყო სა­ქარ­თველოს თავდაცვის სამი­ნისტროს გორის N1 სასწავლო ცენტრის უფროსი; 1996-1998წწ. – სა­ქართველოს პრეზიდენტის, სა­ქარ­თველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავა­რი სამხედრო ინსპექციის უფროსი; სა­ქარ­თველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი (2004). მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები. გენერალ-მაიორი (2002), ვიცე-პოლკოვნიკი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.398; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.237

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: