The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჰენრიეტა იუსტინსკაია

Date of birth:5 June, 1933  (91 years)
Category:Scientist, Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერ­წერის ფაკულტეტი 1958 წელს.

1985-2007წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; 2002 წლიდან – პროფესორი. 1959 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; მუშაობს სხვა­და­სხვა ჟანრში და იყენებს სხვა­და­სხვა მასალას; ძირითადი ნამუშევრები: "შოპენის პორტრეტი" (1960), სერია "თბილისის ხედები" (1962-1988), "ნატიურმორტი" (1963), "ქალიშვი­ლის პორტრეტი" (1975), "შემოდგომის პეიზაჟი" (1981), "ზამთარი" (1988); ვიტრაჟები: "ქართული ცეკვა" (1961), "ქართული პეიზაჟი" (1974–75), "შავი ზღვა" (1976); ბაქოს ხურდალანის საკონფერენციო დარბაზის კომპლექსის გაფორმება – ჭედურობა, მოზაიკა, ბრები (1980-1982); მოსკოვთან მდებარე სანატორიუმ "ტყის ტბის" კომპლექსის გაფორმება – გობელენი, შამოტი, ჭედურობა (1987-1988); "მე­დიცინა" (მარნეულის ­ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, 1988-1989). გამოფენები: "ქართული ხელოვნება" (1960, ვარშავა), რესპუბლიკური (1961, 1963, 1965, 1972, 1980, თბილისი), "მონუმენტური ხელოვნება" (1967, მოსკოვი), "საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში" (1998, თბილისი). მისი ნამუშევრები დაცულია შოპენის (პოლონეთი), შ. ამირანა­შვილის სახ. ხელოვნების, ქ. კრაკოვის "მლოდა პოლსკას" მუზეუმებში, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში; მონაწილეობდა სიმპოზიუმში "სსრკ მონუმენტური ხელოვნება" (1974, მოსკოვი) და ვიტრაჟის I საკავშირო სემინარში (1978, რიგა). ავტორია წიგნების – "Ян Матейко" (1959), "თანამედრო­ვე ქართული ჭედურობა" (1986), ­"პოლონელი მხატვ­რები სა­ქარ­თვე­ლო­ში" (2006) და სხვა. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1973), ფერმწერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.404

Awards and Honors

  • 1982 - სა­ქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: