შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ იშხნელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა სამხედრო სამეთაურო კურსები ქ. ლვოვში. 1939 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1939-1945წწ. II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჩაება ბრძოლებში ბროდის, ლვოვის, ტერნოპოლის, ჟიტომირის, კრემენჩუგის, პოლტავის, ბოგოლიუბოვოს და ხარკოვის მიმართულებით; 1941 წელს ჩავარდა ტყვედ; იმყოფებოდა ხარკოვის, პოლტავის, კრემენჩუგის ტყვეთა ბანაკებში; თავდაპირველად გადაიყვანეს რუმინეთში, ხოლო 1943 წლის ბოლოს – სამხრეთ საფრანგეთში; 1942 წლიდან იყო ტყვეთა ბანაკების არალეგალური ანტიფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 1944 წლის დასაწყისში მისი ხელმძღვანელობით მოეწყო ტყვეთა აჯანყება, რომელიც გადაიზარდა პარტიზანულ მოძრაობაში ქ. კარბოსთან მდებარე "ლაპლანების ტყეში"; 1944 წლის აგვისტოში, როდესაც დაიწყო საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის საერთო გამოსვლები, მათ უკვე გაერთიანებული ძალით აიღეს ქ. ალბი (დეპარტამენტის ცენტრი). წინააღმდეგობის შტაბმა მას დაავალა რეგულარული სამხედრო ფორმირების შექმნა; შეიქმნა პოლკი, რომლის მეთაურად დაინიშნა; პოლკში საბჭოთა მეომრებთან ერთად ირიცხებოდნენ ფრანგები, ესპანელები, პოლონელები, იუგოსლავები და სხვ.; ის ფრანგებისათვის ცნობილი იყო "მაკი ჟორჟიენის" სახელით. როცა ქ. ტულუზის განთავისუფლებისადმი მიძღვნილი დიდი აღლუმი გაიმართა, ტრიბუნაზე იდგნენ მარშალი დე გოლი, პოლკოვნიკი კენინგი და "მაკი ჟორჟიენი"; 1945 წლის ოქტომბერში სამშობლოში დაბრუნდა; ტყვედ ყოფნის გამო იყო რეპრესირებული – მიესაჯა 20 წლით პატიმრობა; 1955 წლის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს; დაჯილდოებულია საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი – ორდენით "სამხედრო ჯვარი ხმლითა და ვერცხლის ვარსკვლავით", "მამაცობის" ორდენით, და მედლით "წინააღმდეგობისათვის" და სხვა; საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საფრანგეთის არმიის პოლკოვნიკი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.404
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |