Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ გურგენიძე (დეკანოზი)![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1843 წლის 17 ოქტომბერს მღვდლად ეკურთხა. 1848 წლის 17 ოქტომბერს მოსკოვში გააგზავნეს საეკლესიო ლიტერატურის კორექტორად. მოსკოვში გიორგი XII-ის ქვრივმა, მარიამ დედოფალმა მიხეილ გურგენიძე თავის თანმხლებ პირთა სიაში ჩარიცხა. 1850 წლიდან ლაზარევის ინსტიტუტის აღმოსავლეთის ენათა ფაკულტეტზე და კონსტანტინე მეჟევის ინსტიტუტში ქართულ ენას ასწავლიდა. წარმატებული მოღვაწეობისათვის იქვე მიენიჭა დეკანოზობა. მარიამ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ დაენიშნა პენსია. 1860 წელს ქართველ ბატონიშვილებთან ერთად შემოიარა ინგლისი, საფრანგეთი, ავსტრია, იტალია, პრუსია. ზრუნავდა და მფარველობას უწევდა რუსეთში მყოფ ქართველებს, ფინანსურად ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს. გამოცემული აქვს წიგნი "უკანასკნელნი ჟამნი ცხოვრებისა იმპერატორის ნიკოლოზ პირველისა / გარდმოღებული რუსულით ქართულსა ენასა ზედა მღუდლის მიხაილ გურგენიძისა მიერ" ( მოსკოვი, 1885.- 42გვ.). გარდაიცვალა მოსკოვში, დაკრძალულია იქვე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.775 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |