შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტელემაქ გურიელი![]()
ბიოგრაფიატელემაქ გურიელი იმდენად გატაცებული იყო ანტიკური პერიოდის ლიტერატურით, რომ სახელი ალექსანდრე ტელემაქით შეიცვალა (ოდისევსის შვილის სახელი), ხოლო თავის ერთადერთ ქალიშვილს იუნონა (იუპიტერის მეუღლე) დაარქვა სახელად. ტელემაქი ტანმორჩილი, კოხტა კაცი იყო. მუდამ ჩოხას ატარებდა. ქუდს არ იხურავდა, მის მაგივრობას უწევდა საუცხოო გრუზა თმა, რომელიც გვირგვინივით აჯდა თავზე. გარდა რუსულისა იცოდა ინგლისური და ფრანგული ენები. ცნობილი მარჯორი უორდროპი ასე გვიხატავს ტელემაქ გურიელის პორტრეტს: "...გურიელები იშვიათად იხურავენ ქუდს, რადგან კულულები ჯეროვნად იცავთ ზაფხულის სიცხისა და ზამთრის სუსხისაგან. მათ ძალიან ლამაზი, სწორი ნაკვთები და გულუბრყვილო გამოხედვა აქვთ, მაგრამ ამავე დროს, ინტელიგენტურები და ფიცხები არიან". ვლასა მგელაძის მოგონებით, ლონდონის მეფის სასახლეში ყოფნისას ტელემაქის "შავი სუროსავით" თმას "მოთელილ ნაბადსავით" რომ ადგა თავზე, თურმე ხელით სინჯავდნენ – თმაა თუ არაო". სუფსაში ტელემაქისა და მისი მეუღლის ნინო ბერიძის ლიტერატურულ სალონში თავს იყრიდა იმდროინდელი მოწინავე ქართული ინტელიგენცია. ეს ოჯახი სტუმრობდა გურიაში ჩასული და-ძმა უორდროპებსაც. პოეტი მამია გურიელისა და ჯამბაკურ (ჯაბა) გურიელების ძმა. მგალობელი. წყარო: gurianews.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |