Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ელიზბარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კოთელია, ახალქალაქის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1971 წელს. 1969 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარში ლაბორანტად. 1987 წლიდან მეცნიერ თანამშრომელი იყო; 1991 წლიდან დოცენტის თანამდებობაზეა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. მათში ასახულია საქართველოს ცალკეული ადმინისტრაციული რაიონების ლანდშაფტების პრობლემები, სამხრეთ საქართველოს ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების პასპორტიზაციისა და დაგეგმარების საკითხები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1991). საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ვერტიკალური სტრუქტურა (კავკასიის ზოგიერთი ლანდშაფტების მაგალითზე)", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.114-115
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |