The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ელიზბარაშვილი

გიორგი ელიზბარაშვილი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1947  (77 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოთელია, ახალქალაქის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1971 წელს.

1969 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარში ლაბორანტად. 1987 წლიდან მეცნიერ თანამშრომელი იყო; 1991 წლიდან დოცენტის თანამდებობაზეა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. მათში ასახულია საქართველოს ცალკეული ადმინისტრაციული რაიონების ლანდშაფტების პრობლემები, სამხრეთ საქართველოს ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების პასპორტიზაციისა და დაგეგმარების საკითხები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1991).

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ვერტიკალური სტრუქტურა (კავკასიის ზოგიერთი ლანდშაფტების მაგალითზე)", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.114-115


გააზიარე: