შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაშა კომახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა ბუდაპეშტის (უნგრეთი) ეკონომიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით (ინგლისურ ენაზე) 1997 წელს.
1998-2000 წწ. მუშაობდა "საქართველოს საზღვაო ბანკში" ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტად, საინვესტიციო განყოფილების უფროსად; 2001-2003 წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწედ, ეკონომიკური საბჭოს მდივნად, ხაზინის უფროსად; 2004-2008 წწ. ბიზნესორგანიზაციებში მენეჯერის პოზიციაზე (შპს "გორგია", შპს "დეკო"); 2008-2016 წწ. გაეროს განვითარების პროგრამაში სხვადასხვა პროექტის მენეჯერად, მათ შორის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარება (2008-2011), ვაჭრობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (2011-2013), ENPARD-ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (2013 – 2016). 2016-2017 წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, 2017-2020წწ. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
წყარო: ბათუმის მერია: batumi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |