შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის კაზინეცი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. 1952 წელს დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1952 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ნოვოჩერკასკის დრამატულ თეატრში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ნოვოჩერკასკის (1952-1953), საბჭოთა არმიის (1954-1955), როსტოვის კომედიის (1955-1958) და მ. გორკის სახელობის დრამატული (1958-1960; 1971-1974), პერმის დრამატული (1960-1964), თბილისის გრიბოედოვის (1964-1968), რიაზანის (1968-1970), მინსკის მ. გორკის სახელობის (1970-1971) თეატრებში; 1974 წლიდან თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია; 1991 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში; 1992 წელს ვაშინგტონის გარეუბანში დააფუძნა მოყვარულთა თეატრი, რომელსაც მოგვიანებით "ბორის კაზინეცის თეატრი" ეწოდა, ხოლო შემდეგ – "რუსული კლასიკის თეატრი"; მას განსახიერებული აქვს 200- ზე მეტი როლი. თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: არისტახი, ჯადოქარი (ვ. შუკშინის "ენერგიული ადამიანები", "თვალსაზრისი"), ქალაქკომის მდივანი (ა. ჩხაიძის "როცა ქალაქს სძინავს"), ზურაბ მოდრეკილაძე (ვ. იაქაშვილის "ჰორიზონტს იქით"), იოჰან ვილჰელმ მებიუსი (ფ. დიურენმატის "ფიზიკოსები"), შეფი (ა. კოტეტიშვილის "სამოთხის ვაშლები“), ბურგომისტრი (გ. გორინის "შემწვარი იხვის ფრენა"), ფილიპ ლუტიკოვი (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), იგორ გორჩაკოვი (ი. დვორეცკის "გაცილება"), პეტრე რიზაევი (ა. კაზანცევის "ძველი სახლი") და სხვა; მსახიობი წარმატებით ასახიერებს დრამატულ, სახასიათო და კომედიურ როლებს, რაც მის ფართო სამსახიობო დიაპაზონზე მეტყველებს. მისი საშემსრულებლო კულტურა გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით, მოქალაქეობრივი პოზიციების სიმკვეთრითა და მიზანდასახულობით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.461-462 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |