The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე კაზნაკოვი

ალექსანდრე კაზნაკოვი
Date of birth:7 February, 1871
Date of death:19 February, 1933  (at 62 years)
Burial location:პარიზი
Category:Archaeologist, Ethnologist, Historian, Explorer

Biography

დაბადების ადგილი: ტვერის გუბერნია (რუსეთი).

დაამთავრა პაჟთა კორპუსი.

1903-1919წწ. იყო კავკასიის მუზეუმისა და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; მონაწილეობდა სხვა­და­სხვა ექსპედიციაში. 1899 წელს ­ცენტრალურ აზიაში რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების მიერ მოწყობილ ექსპედიციაში ყოფნისას დაინიშნა გენერალური შტაბის გვარდიის კავალერიაში როტმისტრად; 1902 წელს შტაბის უფროსის ბრძანებით მიავლინეს მთავარი შტაბის სამხედრო-სასწავლებლის კომიტეტის კანცელარიაში; 1903 წლის 4 სექტემბერს დაინიშნა კავკასიის მუზეუმის და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, 1909 წელს კავკასიის მუზეუმის დირექტორად. მიიღო პოლკოვნიკის ჩინი; მისი ინიციატივით და­ი­ნერ­გა მუ­ზეუმში შემოსული ნივთების ზუსტი აღრიცხვა, შეიქმნა ბიბლიოთეკის ფონდების საინვენტარო წიგნი; საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასთან ერთად ის ზრუნავდა არქეოლოგიურ, ­ეთნოგრაფიულ, ისტორიულ, ბოტანიკურ, ზოოლოგიურ და გეოლოგიურ კო­ლექციების შევსება-გამდიდრებაზე; მისი დამსახურებაა კავკასიის მუზეუმის გამდიდრება იმ ძვირფასი ნივთებით, რომლებიც ცნობილია ახალგორის განძის სახელწოდებით; მან საჯარო ბიბლიოთეკის კავკასიის მეცნიერების კვლევისთვის საჭირო ლიტერატურით გამდიდრების მიზნით შეიძინა და ბიბლიოთეკის ფონდს შემატა 1654 გამოცემული არქანჯელო ლამბერტის წიგნი "მოგზაურობა სა­მე­გრე­ლო­ში"; კავკასიის მუზეუმისა და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის გაერთიანების შემდეგ შეიქმნა ერთიანი წიგნადი კოლექცია (ზოოლოგია, ბოტანიკა, ეთნოგრაფია, გეოლოგია) და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში დაარსდა ახა­ლი განყოფილებაბა (XVII) – "მუზეუმის ბიბლიოთეკა"; 1908-1910წწ. ევროპაში გაეცნო მუზეუმების შენობებსა და შიდამოწყობილობას; 1911 წელს კაზნაკოვისა და მეფისნაცვალ ი. ვორონცოვ-დაშკოვის ინიციატივით იმპერიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კავკასიის მუზეუმის ახალი ნაგებობის მშენებლობის დაფინანსების შე­სახებ; 1914 წლის 31 აგვისტოს ის სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, ­კავკასიის მუზეუმის დირექტორის თანამდებობის შენარჩუნებით; გამგზავრების წინ მან მუზეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა 303 დასა­ხელების წიგნი; 1916 წელს ვანის ვილაიეთიდან და ერზრუმიდან ჩამოიტანა 608, ხოლო მეჯიდ-უ-სულთნის ბიბლიოთეკიდან – 415 წიგნი; 1917 წელს გადაიყვანეს სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის შტაბის სამმართველოში; 1918 წელს ავადმყოფობის გამო სამხედრო სამსახურიდან გადადგა; 1919-1921წწ. მუ­შა­ობ­და ერმიტაჟში. სიცოცხლის ბოლო წლები ემიგრაციაში, პარიზში გაატარა, სადაც, როგორც მიმოწერიდან ჩანს, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ე. თაყაიშვილთან. მოგზაური, ბუნებისმეტყველი, აღმოსავლეთმცოდნე, ტიბეტის ­მკვლე­ვარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 462; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge


Share: