Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ცარო ვაშაკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: კურორტი აბასთუმანი, ადიგენის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი კარტოგრაფიის სპეციალობით 1964 წელს. 1965-1966წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფის ინსტიტუტის კარტოგრაფიულ განყოფილებაში კარტოგრაფად. 1966 წელს გადაყვანილ იქნა ახლად დაარსებულ ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში კარტოგრაფიის რედაქციის უფროს სამეცნიერო რედაქტორად, 1974 წლიდან ჯგუფის უფროსად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით ქართული ენციკლოპედიის ყველა ტომში დაიბეჭდა 700-მდე რუკა, მათ შორის, მისი ავტორობით 12 რუკა. ენციკლოპედია "საქართველო"-ში (1997) მისი მონაწილეობით 37 რუკა დაიბეჭდა, ხოლო ენციკლოპედია "თბილისში" - 20 რუკა. 1994 წლიდან პარალელურად მუშაობდა საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის კარტოგრაფიის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად, შემდეგ უფროსის მოადგილედ და 2001 წლიდან სამმართველოს უფროსად. მიღებული აქვს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის საპატიო სიგელი (1987), კარტოგრაფი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.121-122 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |