Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა კაკაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს. 1965-2011წწ. მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში წამყვან მეცნიერ თანამშრომლად; პირველი პუბლიკაცია "დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის ლირიკა" გამოაქვეყნა 1962 (ჟურნ. მნათობი, N4); მისი კვლევის სფერო ძირითადად ქართული რომანტიზმია, მისი წარმოშობა და ეროვნული საფუძვლები, რომელსაც მკვლევარმა არაერთი ნაშრომი მიუძღვნა: "რომანტიზმის გმირის საკითხი ნ. ბარათაშვილის პოეზიაში" (კრებული "ნიკოლოზ ბარათაშვილი", 1968), "ალექსანდრე ჭავჭავაძე და რუსოისტული განწყობილებანი" (კრებული "ალექსანდრე ჭავჭავაძე", 1986), «ქართული რომანტიზმის ისტორიიდან. "ბედი ქართლისა", მისი რომანტიზმი და რეალიზმი» («ლიტერატურული ძიებანი», 1987) და სხვ. კ. იკვლევს თავისი მამის, პ. კაკაბაძის, ცხოვრებასა და შემოქმედებას, გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები: «პოლიკარპე კაკაბაძის არქივიდან, მასალები ტრაგედიისათვის "ვახტანგ გორგასალი"» (ჟურნ. "დრამატურგია", 1989), «რევოლუციის ლიდერის სახე "ყვარყვარე თუთაბერისა" და "ლისაბონის ტუსაღების" მიხედვით» (ჟურნ. "თეატრი და ცხოვრება", 1994) და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1989). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 472 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |