შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მათიკო კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1950 წელს. 1950 წლიდან მუშაობდა "საქსოფლმშენსახპროექტში". ნამუშევრები: კ. ამირეჯიბის სახელობის საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსი სოფელ დიღომში (1967), მ. საბაშვილის სახელობის საქართველოს ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსი (1971), საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსი (1979, ორივე თბილისში), ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსი ანასეულში (1984; ყველა – თ. ალავერდაშვილთან ერთად) და სხვა; აზომილი აქვს (1962, 1963; თ. ალავერდაშვილთან ერთად) აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის (თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი) საცხოვრებელი, სამეურნეო, საზოგადოებრივ-საკულტო ნაგებობები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 472-473 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |