The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ ვაჩნაძე

ჯემალ ვაჩნაძე
Date of birth:9 May, 1939
Date of death:March, 2020  (at 80 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

1962 წელს მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის სამეცნიერო-კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში. 1963-1965წწ. სამეცნიერო სტაჟირებით მივლინებული იყო საბჭოთა კავშირის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში, მოსკოვში, ხოლო 1967-1970წწ. გაიარა ამ ცენტრის ასპირანტურა. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ განაგრძო მუშაობა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში უფრო მეცნიერ თანამშრომლად; 1976-1980წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის სწავლულ მდივნად; 1989 წიდან ის დააწინაურეს კლიმატოლოგიის ლაბორატორიის გამგედ. ამ პერიოდში მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით შესრულდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტები, მათ შორის, "თბილისის კლიმატი", რომელიც გამოსცა გამომცემლობა ჰიდრომეტეოიზდატმა ლენინგრადში. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება მეტეოროლოგიური ელემენტების პროგნოზის, კლიმატის ცვლილების, ამინდის საშიში და სტიქიური მოვლენების პრობლემებს. მან დიდი წვლილი შეიტანა უნიკალური კოლექტიური ნაშრომის "საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური ატლასის" შედგენაში, რომელიც 2011 წელს გამოქვეყნდა; იყო სერიის "საქართველოს რეგიონების ჰავა" შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და რედაქტორი. ამ სერიით უკვე გამოქვეყნდა 6 ტომი - აჭარა, აფხაზეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, იმერეთი და შიდა ქართლი. გამოსაქვეყნებლად მზადდება კახეთი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშუალო თვიური ტემპერატურის ანომალიის პროგნოზის მეთოდიკა ამიერკავკასიისათვის", დაიცვა 1970 წელს (ქ. მოსკოვი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.122

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: