Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი კაკოიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1957 წელს. 1958-1960წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სანიტარულ-მედიცინის ნაწილის ქირურგად; 1960-72წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორად; 1979-2006წწ. იყო ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი; 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის მოწვეული პედაგოგი, 2012 წლიდან – რექტორთა საბჭოს წევრი. იკვლევდა იზოლირებული და იმპლანტირებული გულის აღდგენის საკითხს ნორმოთერმული პერფუზიის პირობებში, ჩირქოვანი დაავადებების დიაგნოსტიკისა და ოპერაციული მკურნალობის ზოგად პრინციპებს; ავტორია სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის განკუთვნილი დამხმარე სახელმძღვანელოსი – "ქირურგიული გასტროენტეროლოგია"; არის სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში; საზოგადოებაბა "მედიკის" ჩემპიონატების მონაწილე და პრიზიორი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1979). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 478 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |