Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ კაკულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნორიო, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1959 წელს. 1972-1979წწ. და 1985-1991წწ. იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 1979-1985წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და აგროსამრეწველო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-2005წწ. ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1959 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში; 2006 წლიდან ქუთაისის უნივერსიტეტის ჟურნალ "ეკონომიკური პროფილის" მთავარი რედაქტორია; მისი მეცნიერების კვლევის სფეროა ეკონომიკის თეორიის, ეკონომიკის მოძღვრებათა ისტორიის, საბაზრო ეკონომიკის, ფინანსებისა და საბანკო საქმის საკითხები; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა, მათ შორის 18 მონოგრაფია და 25 სახელმძღვანელო; ჟურნალ "საქართველოს ეკონომისტის" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე მისმა სახელმძღვანელომ (ავტორთა კოლექტივის ხელმძღვანელი) "საგადასახადო საქმე" ნომინაციაში "2007 წლის საუკეთესო ნაშრომი ეკონომიკაში" მიიღო პირველი პრემია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 479; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.38 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |