The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟანა ზონენაშვილი

ჟანა ზონენაშვილი
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1961 წელს.

1963 წელს მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. 1966-1969წწ. იქვე გაიარა დაუსწრებელი ასპირანტურის კურსი. მუშაობდა უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. იკვლევს საქართველოს სასოფლო სამეურნეო წარმოების განლაგება-განვითარებასა და მიწის რესურსებისა და მათი გამოყენების საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. არის ეკონომიკურ-გეოგრაფიული ხასიათის 14 კოლექტიური მონოგრაფიის თანაავტორი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "თბილისის ეკონომიკური რაიონის რეგიონალური თავისებურებანი", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.128-129


გააზიარე: