შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფერიდე ზურიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1970 წელს. 1970-1976წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1972-1974წწ. მივლინებით იმყოფებოდა ქ. ისპაჰანში (ირანი) თარჯიმნის (სპარსული) თანამდებობაზე. 1976 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის ასისტენტია, 1979 წლიდან კი დოცენტი. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი. იგი რამდენიმე საერთაშორისო პროექტის კონსულტანტი და სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეა. 1995 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა საკითხების შესწავლის ცენტრს; 1997 წლიდან - მეცნიერთა ასოციაცია "ტრანზიციას". 1997 წელს გახდა ქ. და ჯ. მაკარტურების ინდივიდუალური გრანტის მფლობელი. ამავე წელს აშშ ლიდერ ქალთა პროგრამების მონაწლე. 1998 წელს სტაჟირებით იმყოფებოდა ნიურ-იორკის (აშშ) უნივერსიტეტში (ამერიკული რეგიონალური პროგრამების სტიპენდიანტი), 1999 წელს კი ბეტ-ბერდის (ისრაელი) ხალხთა სოლიდარობის და განვითარების ინსტიტუტში - ლიდერ ქალთა მომზადების პროგრამით; 2002 წელს მიიღო უმაღლესი განათლების სტიპენდია და სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი). გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის კათედრის დოცენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ისპაჰანი და მისი შემოგარენი: საქალაქო აგლომერაციის ფორმირების თავისებურებანი განვითარებად ქვეყნებში", დაიცვა 1979 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.129 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |