Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ კალანდარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1948 წელს. 1974-1979წწ. მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრაზე; 1979-1993წწ. იყო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრის გამგე; 1993 წლიდან იყო საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ფილოსოფიისა და ეკონომიკური თეორიის საფუძვლების კათედრის გამგე; მისი შრომები ეხება ფილოსოფიისა და სოციოლოგიის პრობლემებს, საზოგადოებრივი პროგრესის სოციალურ-ფილოსოფიურ საკითხებს; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 მონოგრაფია; იყო სახელმძღვანელოების, სამეცნიერო კრებულებისა და მონოგრაფიების რედაქტორი და თანაავტორი. მონაწილეობდა საქართველოს ფილოსოფიის საზოგადოების, სოციოლოგიური ასოციაციისა და ი. ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო საზოგადოება "ცოდნის" ღონისძიებათა მომზადებასა და ჩატარებაში. 1986 წლიდან იყო სენაკის აკადემიის პრეზიდენტი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1971). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 485 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |