The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კალანდარიშვილი

მიხეილ კალანდარიშვილი
დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1952
გარდაცვ. თარიღი:16 მაისი, 2014  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:კრიტიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სა­ხელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1974 წელს, შემდეგ, სწავლა განაგრძო ლენინ­გრადის თეატრის, მუსიკისა და კინე­მატოგრაფიის ინსტიტუტში.

1979 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სა­ხელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი და მეცნიერ-თანამ­შრომელი; 2006 წლიდან - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი კრიტიკისა და თეორიის მიმართულებით; იყო მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი; რამდენიმე პროფესიული პრემიის ჟიურის წევრი; 10-მდე წიგნის რედაქტორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის რეცენზენტი და პროფესიული გამოცემის სარედაქციო საბჭოს წევრი; 100-მდე თეორიული და ისტორიული ხასიათის სამეცნიერო პუბლიკაციის, რუსული და ფრანგული თეატრალური ენცი­კლოპედიების წერილების, რამ­დენიმე წიგნისა და სახელმ­ძღვანელოს ავტორი, მათ შორის: "სანდრო ახმეტელის რეჟისურის პრობლემები" (თბ., 1986, რუს. ენაზე), "მოდერ­ნიზმი ქართულ თეატრში" (2010). მიღებული აქვს სა­ქართველოს თეატრალური საზოგადოების პროფესიული პრემიები (1984–85). თეატრმცოდნე, თეატრის კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1993), პროფესორი (1996).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული თეატრის ძირითადი მიმართულებანი (მე-20 საუკუნის დასაწყისი)", დაიცვა 1993 წელს. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 485-486; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.584

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: