შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კალანდარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1974 წელს, შემდეგ, სწავლა განაგრძო ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის ინსტიტუტში. 1979 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი და მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი კრიტიკისა და თეორიის მიმართულებით; იყო მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი; რამდენიმე პროფესიული პრემიის ჟიურის წევრი; 10-მდე წიგნის რედაქტორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის რეცენზენტი და პროფესიული გამოცემის სარედაქციო საბჭოს წევრი; 100-მდე თეორიული და ისტორიული ხასიათის სამეცნიერო პუბლიკაციის, რუსული და ფრანგული თეატრალური ენციკლოპედიების წერილების, რამდენიმე წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის: "სანდრო ახმეტელის რეჟისურის პრობლემები" (თბ., 1986, რუს. ენაზე), "მოდერნიზმი ქართულ თეატრში" (2010). მიღებული აქვს საქართველოს თეატრალური საზოგადოების პროფესიული პრემიები (1984–85). თეატრმცოდნე, თეატრის კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1993), პროფესორი (1996). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული თეატრის ძირითადი მიმართულებანი (მე-20 საუკუნის დასაწყისი)", დაიცვა 1993 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 485-486; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.584 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |