The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან თედიაშვილი

ამირან თედიაშვილი
Date of birth:12 November, 1948  (76 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფლი მიტარბი, ბორჯომის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1972 წელს.

1973 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარში ჯერ ლაბორანტის, შემდეგ ინჟინრის, 1982 წლიდან აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში უმცროსი, 1988 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. 1990 წელს გადაყვანილ იქნა კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. მონაწილეობდა: პამირის, ტიან-შანის, ყირიმის, კარპატების, ჩრდილო კავკასიის, ხიბინის მთების და სხვ. ექსპედიციებში. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1990).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფიტომასის როგორც ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსებისა და მათი მდგომარეობის ლანდშაფტურ-გეოფიზიკური მაჩვენებლის კვლევა", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.132-133


Share: