Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი კალანდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა 1944 წელს. 1946 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, დოცენტი, ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1953-1955წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი; 1955-1974წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის კათედრის გამგე; 1974-1979წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) ფილოსოფიის კათედრის გამგე; 1979 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის პროფესორი. იკვლევდა ისტორიული მატერიალიზმის საკითხებს. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 488 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |