The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ კალანდაძე

ვლადიმერ კალანდაძე
Date of birth:21 June, 1921
Date of death:19 November, 1992  (at 71 years)
Category:Inventor, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1951 წელს.

1958 წლიდან მუ­შა­ობ­და სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტში სხვა­და­სხვა თანამდებობაზე; 1958-1960წწ. ინსტიტუტის სწავლული მდივანი; მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში, მსოფლიოში პირველად, ტყვარჩელის ერთ-ერთ შახტზე გამოიცადა და და­ი­ნერ­გა მიწისქვეშა სამგზავრო კიდული ბაგირგზა, რომელსაც შემდგომში ხშირად იყენებდნენ სა­ქარ­თვე­ლოსა და მის ფარგლებს გარეთ; მისი გამოცდილება გაიზიარეს რუსეთისა და უკრაინის სხვადა­სხვა შახტებში; მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მიმართულება შეეხებოდა სამგზავრო ბაგირგზების გამტარუნარიანობის გაზრდას, საიმედოობის ამაღლებასა და ექსპლუატაციის უსაფრთხოებას; ის ითვლება სამგზავრო ბაგირგზების მდგრადობის თეორიისა და ბაგირგზების დეფექტოსკოპი­ის ერთ-ერთ ფუძემდებლად; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და და­ი­ნერ­გა ბაგირგზებისათვის ინდუქციური კავშირისა და სიგნალიზაციის ორიგინალური აპარატურა, ფოლადის ბაგირებისა და ფოლადის მილების გაუმჯობესებული კონსტრუქციის დეფექტოსკოპები, ბაგირგზის მზიდი ბაგირის ­ბერკეტულ-ზამბარიანი დამ­ჭიმავი მოწყობილობები და სხვა; 1939-1945წწ. იყო II მსოფლიო ომის  მონაწილე; უშუალოდ მო­ნაწი­ლეობდა ბერლინის აღებაში. მიღებული აქვს 18 საბრძოლო ორდენი და მედლები; ავტორია 25 გამოგონებისა და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის; სამთო ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1975), საბაგირო ტრანსპორტის ფუძემდებელი სა­ქარ­თვე­ლო­ში. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 489

Bibliography


Share: