Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ კალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით 1967 წელს. 1967-19წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1998-2007წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, 2000 წელს და 2005-2007წწ. არის ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მიწვეული პროფესორი (ქ. ნანჯინგი, "მეწამული მთის ობსერვატორია" = Purple Mountain Observatory), 2007-2014წწ. ქ. ლაჰორის (პაკისტანი) სახელმწიფო უნივერსიტეტ-კოლეჯის ფიზიკის ფაკულტეტის უცხოელი პროფესორი; 2014 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომელია; 2017 წელს კვლავ ქ. ლაჰორის სახელმწიფო უნივერსიტეტ-კოლეჯში კითხულობდა ლექციებს; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა პლაზმის ფიზიკა; მაგნიტოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა; თერმობირთვული დანადგარების თეორია; მიწისძვრის წინამძღვრების თეორიული საკითხები; მზის ფიზიკა; არაწრფივი დინამიკა და ქაოსი; მან (საქართველოში პირველად) დაიწყო ფიზიკის ამოცანების რიცხვითი გათვლების რეალიზაცია ელექტრონულ გამომთვლელ მანქანებზე, საფუძველი ჩაუყარა თერმობირთვული არამდგრადობის თეორიას რეაქტორ ტოკამაკში; არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. ნაყოფიერი კვლევებისთვის მიღებული აქვს პაკისტანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს პრემიები (2011, 2012, 2013). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 494 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |