The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ კამბერლენი

Date of birth:1766
Date of death:1821  (at 55 years)
Category:Architect, Sculptor

Biography

 დაბადების ადგილი: ქ. ანტვერპენი.

სწავლობდა ანტვერპენის აკადემიაში, შემდეგ კი – პარიზში.

1798 წელს დაბრუნდა სამშობლოში; 1805 წლიდან მოღვაწეობდა პეტერბურგში; 1816 წელს დაინიშნა სა­ქართველოს საგუბერნიო არქიტექტორად; 1817 წელს მან, რომელიც იყო ნიდერლანდების მოქალაქე, მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა; ძირითადად მოქანდაკედ მუ­შა­ობდა; მან სხვებთან ერთად მიიღო მონაწილეობა ბირჟის შენობისა და როსტრალური კოლონების სკულპტურულ გაფორმებაში (1805-1810, არქიტ. ტომა დე ტო­მონი); შეადგინა სამხედრო სკოლის ფრონტონის პროექტი პეტერბურგ­ში (დაახლ. 20,0 მ × 4,5 მ). თბილისში ცნობილია მის მიერ შესრულებული ერთადერთი პროექტი – თეკლა ბატონი­შვი­ლის სახლი; პროექტი (ორი ფასადი) დათარიღებულია 1819 წ. 27 მარტით (ძვ. სტილით). და­ცუ­ლია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 505

Member of Organizations

  • პეტერბურგის სამხატვრო აკადემია, აკადემიკოსი (1809-)

Share: