Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე კამლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ტაბაკინი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ბაქოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინრის სპეციალობით 1930 წელს. 1930-1947წწ. მუშაობდა "აზნეფტის" სისტემაში ინჟინერტექნიკოსად, შემდეგ ნავთობის სხვადასხვა ტრესტის მმართველად; 1941-1944წწ. ბაშკირეთში იყო ნავთობის მოპოვების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ტრესტის მმართველი; 1947 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში; 1947-1953წწ. იყო ტრესტ "საქნავთის" მმართველი; მან დიდი წვლილი შეიტანა ნავთობის მრეწველობის განვითარებაში; პირველმა შეისწავლა კასპიის ზღვის ფსკერი და აღმოაჩინა ნავთობი არტიომ-კუნძულზე (ახლანდ. კ. პირალაჰი); იყო ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების ერთ-ერთი ორგანიზატორი; აღზარდა ნავთობის მრეწველობის მრავალი სპეციალისტი; 1951 წელს სპეციალისტების ჯგუფთან ერთად, "ნავთობის ზღვიური საბადოების აღმოჩენისა და ათვისებისათვის" მიენიჭა პირველი ხარისხის სტალინური პრემია. მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო. სამთო ინჟინერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 508 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |