შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ თვალჭრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით. 1975 წელს მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეოთხეული გეოლოგიის, ხოლო 1981 წლიდან გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილებაში. 1982-1986წწ. დაუსწრებელი ასპირანტურის კურსი გაიარა ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიურ ინსტიტუტში (ლითოლოგიის განყოფილება). 1989 წელს სამუშოდ გადავიდა ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის ლითოლოგიურ განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე; 1991 წლიდან არის სედიმენტოლოგიისა და ლითოლოგიის სექტორის ხელმძღვანელი; 1992 წლიდან შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის პალეოგეოგრაფიის ლაბორატორიაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება ადამიანისა და გარემოს ურთიერთობის საკითხს მეოთხეულ პერიოდში, შავი ზღვის უახლეს გეოლოგიურ ისტორიას, ანთროპოგენური და ბუნებრივი ფაქტორების როლის შეფასებას შავი ზღვის ეკოსისტემებზე. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო ზონის თანამედროვე ნალექების ლითოლოგია", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.134; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.52 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |