The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დომენტი თოლორაია

დომენტი თოლორაია
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1912  (112 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოდიში, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1938 წელს.

მუშაობა დაიწყო ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად. 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. 1947 წლიდან კვლავ პედაგოგიურ ინსტიტუტში იწყებს მუშაობას; 1968-1979წწ. იყო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1979-1985წწ. მოსამზადებელი განყოფილების დეკანი. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია იმ დროისათვის ნაკლებად შესწავლილი საკმაოდ რთული მხარის ბუნებრივი პირობების სრულყოფილი დახასიათება. მისი კვლევის ობიექტი დიდხანს იყო დასავლეთ საქართველო. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ამასთან, არის მრავალი მეთოდური წერილის ავტორი, რომელიც ხელს უწყობდა საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში გეოგრაფიის სწავლების გაუმჯობესებას. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ზოგად დედამიწათმცოდნეობაში, მხარეთმცოდნეობაში, სსრ ფიზიკურ გეოგრაფიასა და გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1970).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქვემო სვანეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1963 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.135; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.171; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 46-47

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1980 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი
  • მედალი "იაპონიაზე გამარჯვებისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: