შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დომენტი თოლორაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოდიში, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1938 წელს. მუშაობა დაიწყო ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად. 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. 1947 წლიდან კვლავ პედაგოგიურ ინსტიტუტში იწყებს მუშაობას; 1968-1979წწ. იყო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1979-1985წწ. მოსამზადებელი განყოფილების დეკანი. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია იმ დროისათვის ნაკლებად შესწავლილი საკმაოდ რთული მხარის ბუნებრივი პირობების სრულყოფილი დახასიათება. მისი კვლევის ობიექტი დიდხანს იყო დასავლეთ საქართველო. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ამასთან, არის მრავალი მეთოდური წერილის ავტორი, რომელიც ხელს უწყობდა საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში გეოგრაფიის სწავლების გაუმჯობესებას. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ზოგად დედამიწათმცოდნეობაში, მხარეთმცოდნეობაში, სსრ ფიზიკურ გეოგრაფიასა და გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1970). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქვემო სვანეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.135; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.171; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 46-47 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |