Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან დადეშქელიანი![]()
Biographyძირითადად ცხოვრობდა ქუთაისსა და ცაგერში. 1890-იანი წლებიდან სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის სვანეთში განათლების პრობლემებზე, აქვეყნებდა წერილებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში "ივერია", "დროება", "მოგზაური", "ეშმაკის მათრახი". დიდ წინააღმდეგობას უწევდა მთავრობის სურვილს, სამეგრელოსა და სვანეთის დაწყებით სკოლებში ქართულენოვანი სწავლების მეგრული და სვანური ენებით ჩანაცველების გამო. ამ საკითხზე 1903 წელს ლეჩხუმის თავადაზნაურთა კრებაზეც განაცხადა და კრებას საგანგებო დადგენილებაც გამოატანინა ("ივერია", 1903, №79, გვ.266). ახლოს იყო სოციალ-დემოკრატებთან. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში ქუთაისში. აგიტაცია-პროპაგანდას ეწოდა ლეჩხუმსა და სვანეთში. აჯანყების ჩახშობის დროს, სადამსჯელო რაზმებმა ლეჩხუმში მისი სახლ-კარი გადაწვეს. დაპატიმრებული იყო, თუმცა, ზოგიერთი ცნობით, მოახერხა გაქცევა და თურქეთს თუ სპარსეთს შეაფარა თავი. ამის შემდეგ მისი კვალი ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითქოს ქრება. 1918 წლის თებერვალში ლეჩხუმის მაზრაში ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული ამბოხების დროს თან ახლდა სამთავრობო ჯარს. გლეხებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნილი მოკლეს ბოლშევიკებმა. პოლიტიკური მოღვაწე. ბექირბი (კონსტანტინე) დადეშქელიანის შვილი, ცხუმარელ დადეშქელიანთა წარმომადგენელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.788 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |