The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მზია თუთბერიძე

მზია თუთბერიძე
Date of birth:15 February, 1951  (74 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონოიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1972 წელს; იმავე წელს მოსკოვის უცხო ენების დაუსწრებელი სწავლების სახელმწიფო კურსები, სპეციალობა გერმანული ენა.

1971-1972წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრა, ლაბორანტი; 1972-1976წწ. საპროექტო ინსტიტუტი "საქსოფლმშენსახპროექტი", რაიონული დაგეგმარების განყოფილება, უფროსი ინჟინერი; 1976-1977წწ. თბილისის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტი "თბილზნიეპი", სასოფლო დასახლებული პუნქტების დაგეგმარების განყოფილება, უფროსი ინჟინერი; 1977-1982წწ. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, რეკრეაციული გეოგრაფიის ლაბორატორია, უფროსი ინჟინერი; 1982-1997წწ. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-2001წწ. საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი, შრომის ბაზრის მონიტორინგის სამმართველო, სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2001-2002წწ. საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი, შრომის ბაზრის მონიტორინგის სამმართველო, სამმართველოს უფროსი; 1997-2010წწ. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი; 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი. შესრულებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი. ეკონომ-გეოგრაფი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.136; ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი: geography.tsu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მკვლევარ-გეოგრაფთა კავშირი, თანადამფუძნებელი, გამგეობის წევრი. (2010-)

Share: