შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია თუთბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონოიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1972 წელს; იმავე წელს მოსკოვის უცხო ენების დაუსწრებელი სწავლების სახელმწიფო კურსები, სპეციალობა გერმანული ენა. 1971-1972წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრა, ლაბორანტი; 1972-1976წწ. საპროექტო ინსტიტუტი "საქსოფლმშენსახპროექტი", რაიონული დაგეგმარების განყოფილება, უფროსი ინჟინერი; 1976-1977წწ. თბილისის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტი "თბილზნიეპი", სასოფლო დასახლებული პუნქტების დაგეგმარების განყოფილება, უფროსი ინჟინერი; 1977-1982წწ. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, რეკრეაციული გეოგრაფიის ლაბორატორია, უფროსი ინჟინერი; 1982-1997წწ. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-2001წწ. საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი, შრომის ბაზრის მონიტორინგის სამმართველო, სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2001-2002წწ. საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი, შრომის ბაზრის მონიტორინგის სამმართველო, სამმართველოს უფროსი; 1997-2010წწ. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი; 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი. შესრულებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი. ეკონომ-გეოგრაფი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.136; ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი: geography.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |