შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ იმნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადფგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1965 წელს; თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1963-1968 წლებში თბილისის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის ფოტოლაბორანტი, თბილისის სახეხი ჩარხების ქარხნის მუშაკი, ქარელის ჰიდროგეოლოგიური პარტიის უფროსი მექანიკოს-გეოლოგი; 1966-78წწ., 1983-1990წწ. მუშაობდა საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, იყო რეჟისორის ასისტენტი, რეჟისორი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორის ასისტენტი, საქტელერადიოს რეჟისორი; 1978-1985წწ. პოლიტპატიმარი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №74 წყალტუბოს საარჩევნო ოლქიდან, ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 181; ჟურნალი "თბილისელები": tbiliselebi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |