Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ია იაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით 1987 წელს. 1987 წლიდან მუშაობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად, უფროს მასწავლებლად (1997), დოცენტად (1998). 1987-1990წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრაზე. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია ქ. ქუთაისის მოსახლეობის ფორმირება უკანასკნელი 100 წლის მანძილზე, დეტალურადაა გამოკვლეული ქალაქის დემოგრაფიული ფონის ტრანსფორმაციის პროცესი საუკუნის ათწლეულის მანძილზე და ახსნილია მიზეზები. მისი კვლევის სფეროა: მიგრაციის გეოგრაფია, ტურიზმის გეოგრაფია, გენდერული კვლევები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქუთისის მოსახლეობის ფორმირების თავისებურებანი", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.137-138; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |