The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ინაშვილი

შოთა ინაშვილი
Date of birth:11 March, 1931  (94 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი თანდილაანთკარი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრფიის სპეციალობით 1956 წელს.

1956-1958წწ. მუშაობდა ჭოპორტის (დუშეთის რ-ნი) საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. გამოკვლეული აქვს კავკასიონის სამხრეთ ფერდობის მყინვართა დინამიკა, მათი ზედაპირული რეჟიმი და ჩამონადენი კლიმატის ცვალებადობასთან კავშირში. გამოიკვლია თანამედროვე გამყინვარების რეჟიმი, მათი რეკონსტრუქცია და პროგნოზი. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობის მყინვარები (განლაგება, ზედაპირული რეჟიმი და ჩამონადენი)", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.138

Bibliography

  • Ледник Тбилиса : Гляцио-гидрометеорологические исследования (Co-Author). - Тбилиси, Мецниереба, 1986. - 116с.

Share: