შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თანდილაანთკარი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრფიის სპეციალობით 1956 წელს. 1956-1958წწ. მუშაობდა ჭოპორტის (დუშეთის რ-ნი) საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. გამოკვლეული აქვს კავკასიონის სამხრეთ ფერდობის მყინვართა დინამიკა, მათი ზედაპირული რეჟიმი და ჩამონადენი კლიმატის ცვალებადობასთან კავშირში. გამოიკვლია თანამედროვე გამყინვარების რეჟიმი, მათი რეკონსტრუქცია და პროგნოზი. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობის მყინვარები (განლაგება, ზედაპირული რეჟიმი და ჩამონადენი)", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.138 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |