Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ კაკაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი პატარა კუხი, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს. 1936-1938წწ. იყო პარტიის ხონის რაიკომის მდივანი; შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილისა და უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე. პროფესორ გ. გეხტმანის ხელმძღვანელობით დაამთავრა ასპირანტურის კურსი. მეორე მსოლიო ომში იბრძოდა ყირიმში. ომის დამთავრების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას. 10 წელი მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისი უშუალო მონაწილეობით 1950-იან წლებში შეიქმნა და გამოიცა ინსტიტუტის ეკონომიკურ-გეოგრაფიული შინაარსის შრომების კრებულები, რომლებიც ეძღვნება გარე კახეთს, ზემო და ქვემო იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმს, აფხაზეთსა და სხვა რაიონებს. შემდეგ კვლავ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. აქვე წლების მანძილზე განაგებდა გეოგრაფიის კათედრას. 1964 წლიდან მუშაობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს სსრკ და საქართველოს ეკონომიკურ გეოგრაფიაში, საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკურ გეოგრაფიასა და სხვ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიდა ქართლის ეკონომიურ-გეოგრაფიული დახასიათებისათვის", დაიცვა 1950 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.138
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |